|
2015-05-27 16:08:34, 748 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ iPad ბანკი მსოფლიო დონის მარკეტინგულ კონკურსზე დაჯილდოვდა
მსოფლიო დონის მარკეტინგულ კონკურსზე „კომუნიკატორი“ „თიბისი ბანკის“ iPad ბანკმა მობილური აპლიკაციების ნომინაციაში გაიმარჯვა და „განსხვავებულობის“ ჯილდო მიიღო. „თიბისი ბანკი“ პირველი ქართული ბანკია, რომელმაც ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნისათვის, „კომუნიკატორის“ პრესტიჟული ჯილდო მიიღო. „კომუნიკატორი“ წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც უკვე 21 წელია იმართება და ყოველწლიურად მარკეტინგსა და კომუნიკაციებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს აჯილდოებს. https://www.communicatorawards.com/home/ კონკურსზე ყოველწლიურად, ნომინაციების მიხედვით, 6000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ეს ნომინაციებია: აუდიო, ვიდეო, პრინტი, ინტეგრირებული კამპანიები, მარკეტინგული ეფექტურობა, ონლაინ ვიდეო, ვებსაიტები, ონლაინ რეკლამა, მობილური აპლიკაციები. „თიბისი ბანკის“ iPad ბანკი სწორედ მობილური აპლიკაციების ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. გამარჯვებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმს ადამიანებზე და მომხმარებლებზე ამა თუ იმ მარკეტინგული კამპანიისა თუ პროდუქტის გავლენის მასშტაბი წარმოადგენს. „კომუნიკატორის“ ორგანიზატორების თქმით, „ჯილდო განსხვავებულობისათვის“ გადაეცემათ კომპანიებს იმ პროექტებისათვის, რომლებიც ცდებიან ინდუსტრიის სტანდარტს ხარისხითა და მიღწევით. „კომუნიკატორის“ ჟიურის ფუნქციას ასრულებს „ინტერაქციისა და ვიზუალური ხელოვნების აკადემია“, რომელიც დაკომპლექტებულია კომუნიკაციებისა და მარკეტინგულ ინდუსტრიებში მომუშავე პროფესიონალებით. ჟიურის შემადგენლობაში არიან ისეთი კოპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა Disney, The Ellen Degeneres Show, Estee Lauder, MTV Networks, Sotheby's Institute of Art, Time, Victoria's Secret, Wired, and Yahoo! „ვამაყობთ, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გავხდით. მით უფრო სასიხარულოა, რომ ეს ჯილდო ეხება ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტს, როგორიც არის თიბისი ბანკის iPad ბანკი. ეს გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოში არსებულ ტრენდებს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით აქტიურად მივყვებით და ვქმნით ისეთ პროდუქტებს, რომლებიც სრულიად არის მორგებული 21 საუკუნის მომხმარებელზე“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)