15:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 10:12:51, 366 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის მიღმა უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს

"ქვეყნის მიღმა უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.  ჩვენი ხელისუფლების კარი მათთვის არის ღია, ეს მათი სამშობლოა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ პირველ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ღონისძიება პრემიერმა გახსნა. 

"ჩვენ 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის ავარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება. ისინი არიან ვალდებული დაბრუნდნენ სამშობლოში და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, მოახმარონ ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროგრამით  საზღვარგარეთ წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნა იგეგმება,  თუმცა ისინი ვალდებული არიან,  კვლავ საქართველოში  დაბრუნდნენ. 

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც.ფორუმს საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics