15:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 14:44:49, 423 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ, რომ მომავალი დამოუკიდებლობის დღე გამთლიანებულ საქართველოში აღგვენიშნოს

„ჩვენს  თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ, რომ მომავალი დამოუკიდებლობის დღე გამთლიანებულ საქართველოში აღგვენიშნოს“,-ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დამოუკიდებლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. 
„მინდა მივულოცო სრულიად  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ, რომ მომავალი დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოში აღგვენიშნოს“,-განაცხადა გომელაურმა. 
ამასთან, როგორც  გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 მაისის ღონისძებაზე საპატრულო პოლიცია და ქვეითი ტრანსპორტი წარმოადგინა. 
„საპატრულო პოლიცია და ქვეითი ტრანსპორტი, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და ვართ ძალიან კმაყოფილები“,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics