14:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 11:38:48, 987 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, კომპანიამ RMG დარღვევები გამოასწოროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის წარმოებას ადგილზე გაეცნო.

კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს და მინისტრმა კომპანიის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმაზე ინფორმაცია მოისმინა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადსხვა უწყების თანამშრომლები გაეცნენ RMG ის საქმიანობას. 2015-16 წლებში ჩვენი შემოწმების შედეგად რამდენიმე მიმართულებით იყო დარღვევები გამოვლენილი. მნიშვნელოვანია, რომ ის დარღვევები გამოსწორდეს და სწორედ ამ ღონისძიებებზე გვქონდა საუბარი. უშუალოდ ჩვენი თვალით გვინდოდა გვენახა თუ სად არის კრიტიკული წერტილები, პრობლემები და როგორ იქნება კომპანიის მიერ გამოსწორების მექანიზმები, როგორი იქნება გონივრული ვადები და ამაზე სპეციალისტებთან ერთად შევჯერდებით. ” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ჯონი შუბითიძის განცხადებით, RMG-ის შემუშავებული აქვს გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, რომლის შედგენაშიც საერთაშორისო კომპანია Golder Associates-ი იყო ჩართული.

RMG საწარმო საქმიანობას ლევან დავითაშვილთან ერთად მისი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი და სამინისტროში შემავალი სხვა უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics