12:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 10:32:52, 627 ნახვა

რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ხვთისო ჭინჭარაულმა 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში  მდებარეობს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხვთისო ჭინჭარაულის ვაშლისა და ხურმის ბაღი დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 98 630  ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 70 048 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 28 582 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4 531 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 23 561 278 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1 517 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics