06:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 12:40:24, 450 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, 16­-17 მაისს სტუდენტური კრეათონი ჩატარდება

16-­17 მაისს სტუდენტური ბიზნეს აქსელერატორის Startup Nest­ის ფარგლებში, პირველი კრეათონი ჩატარდება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის მიერ არის დაფინანსებული.

სტუდენტური აქსელერატორის ფარგლებში, ორ დღიანი ღონისძიების, კრეთონის მიზანია აღმოაჩინოს ინოვაციური იდეები და ხელი შეუწყოს მათ სტარტაპ კომპანიებად ჩამოყალიბებას.

Startup Nest არის საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული არაკომერციული საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის 2 თვიანი პროგრამა. პროგრამის პარტნიორების დახმარებით, როგორიც არის საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ბორჯომი, ბილაინი, მეტრა დეველოპმენტი და UGGYM, ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ საშუალებას შეიძინონ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო უნარ­ჩვევები და რესურსები.

„პროგრამაში შემოვიდა 260­მდე აპლიკაცია საიდანაც შეირჩა 155 საუკეთესო მონაწილე. 16­17 მაისს კრეთონის შედეგას სტუდენტები ჩამოყალიბდებიან გუნდებად, რის შედეგადაც 2 თვიან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო 10 გუნდი და მხოლოდ 1 გუნდი დაეუფლება საპრიზო 5000 ლარიან ფონდს, რომელიც 20 ივნისს ფინალურ შეჯიბრში გამოვლინდება.

კრეათონის გახნსა იქნება 16 მაისს 12:00 საათზე თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, ოთახი 407





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics