|
2018-01-24 17:45:13, 3832 ნახვა
კულტურა
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი შესაძლოა, აღარ გაიმართოს - მუსიკოსი ტურნეებს წყვეტს
ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი სასტროლების შეწყვეტას გეგმავს, - ამის შესახებ Daily Mirror იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 70 წლის ელტონ ჯონმა შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანმრთელობის პრობლემის გამო მიიღო. მედიის ცნობით, მსოფლიო ტურნეების შეწყვეტის შესახებ მომღერალი ოფიციალურ განცხადებას დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერის ტრანსლირება კომპოზიტორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - eltonjohn.com მოხდება. სააგენტო იტყობინება, რომ ელტონ ჯონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სამხრეთ აფრიკაში ტურნეს დროს შეექმნა, როდესაც "საშიში და იშვიათი" ბაქტერიოლოგიური ინფექციით დაავადდა. ელტონ ჯონი მსოფლიო მასშტაბით ტურნეებს უკვე თითქმის 50 წლის განმავლობაში ატარებს. შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონის კონცერტი, თავდაპირველად Black Sea Arena-ზე2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოგვიანებით ის ერთი წლით გადადეს. კონცერტის გადადების მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად ელტონ ჯონის კონცერტი 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ მომღერალმა ოფიციალური კომენტარის გაავრცელა: ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. მაგრამ ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას", - აცხადებდა კომპოზიტორი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)