08:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:04:36, 852 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის პრეზიდენტთან, კარლ-ჰაინც კამპთან და დეკანთან, პოლკოვნიკ, კლაუს ჰანდელთან შეხვედრა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის 2017 წლის გეგმის ფარგლებში გაიმართა. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) განვითარებას, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალურ აკადემიასა (BAKS) და DIB სკოლას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.

ლევან იზორიას განცხადებით, იგეგმება რეგიონული კონფერენციების ორგანიზება და უსაფრთხოების იმ არქიტექტურის განმტკიცება, რასაც ევროპის უსაფრთხოება ჰქვია.

მისივე თქმით,  ამ თვალსაზრისით, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი, სკოლის გერმანელი მრჩეველი, კონრად ვუდტკე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე პაიჩი დაესწრნენ. 

დღესვე, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) წარმომადგენლები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრებიან, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. 

DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა. გერმანია სკოლას როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტების ჩართულობის კუთხით აქტიურად უჭერს მხარს.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics