03:11 - 29 May, 2026
|
2017-12-05 10:58:41, 2605 ნახვა
მსოფლიო
LB.ua - სააკაშვილი მისი ბინის ჩხრეკის გამო, შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სპეცრზმის მიერ მისი ბინის ჩხრეკის გამო, შენობის სახურავზე ავიდა, გადმოხტომით იმუქრებოდა, - ამის შესახებ უკრაინული სააგენტო LB.ua იუწყება. სააგენტოს ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, შენობის სახურავზე მაშველები სახანძრო კიბით ავიდნენ. ამ წუთებში სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩხრეკის ფაქტს ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილთან მის ადვოკატებს არ უშვებენ. ადვოკატების თქმით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარადგინა, თუ რის საფუძველზე ტარდება ჩხრეკა. შენობაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები იკრიბებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)