13:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 15:30:27, 385 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს, ბინების გაცემასთან დაკავშირებით კრიტერიუმები არ არსებობდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გაცემისას არანაირი კრიტერიუმი  არ არსებობდა და ეს ცვლილება სამინისტროში მისმა წინამორბედმა დანერგა.

ამის შესახებ სოზარ სუბარმა საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ კრიტერიუმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და  ქულების ზედა ზღვარი გაზარდა.

,,წინა ხელისუფლების დროს არანაირი კრიტერიუმები არ არსებობდა, თუ რის მიხედვით ხდებოდა ბინების გაცემა. ჩემმა წინაბორბედმა, დავით დარახველიძემ შეიმუშავა კრიტერიუმები, რომლებიც ყველა დევნილისთვის მკაფიოდ გაწერილია. ამ კრიტერიუმებში რამდენიმე ცვლილება შევიტანე, როცა გარკვეული ქულების ზღვარი გავზარდე“,-განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics