|
2015-05-07 12:32:39, 706 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული 8-ივე პირის მიმართ პატიმრობას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საფეხბურთო კლუბ „ხარაგაულის ჩხერიმელას“ მოქმედი ფეხბურთელების-თემურ სანიკიძისა და გიორგი გოდერიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ. ადვოკატი, აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის გირაოს გამოყენებას მოითხოვს. "ვფიქრობთ, სასამართლო გაითვალისწინებს იმას, რომ ეს ორი პიროვნება არ არის ნასამართლევი" ,-აღნიშნა ადვოკატმა. საფეხბურთო კლუბ „სტუ თბილისის“ პრეზიდენტის ოთარ შენგელიას ადვოკატი კი, აცხადებს, რომ შენგელია დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის მტკიცებით, შენგელიას ვალი ჰქონდათ და გამოძიების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში სწორედ მისი დაბრუნების პროცესია აღბეჭდილი. ამასთან, აზიური ტოტალიზატორის - „ibcbet“-ის წარმომადგენელის ამიერკავკასიაში, ომარ ნაკაიძის ადვოკატი ირწმუნება, რომ ნაკაიძეს საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ადვოკატის მტკიცებით, ის არის უბრალოდ სპორტული თამაშების მოყვარული და ონლაინ ტოტალიზატორებში თავის ფსონს ათავსებდა. პროკურატურა კი, სასამართლოს წინაშე შესულია შუამდგომლობით, რომ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი საქმე გამოავლინა, რომელიც ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე, საფეხბურთო კლუბ „სტუ თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ “საჩხერის ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის – „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, საფეხბურთო კლუბ „ხარაგაულის ჩხერიმელას“ მოქმედი 2 ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის ტორპედოს“ ერთი ყოფილი ფეხბურთელი და ასევე მოსყიდვაში მონაწილე ორი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს, კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის ურიგდებოდნენ. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული ვიდე-მასალაც გაავრცელა, სადაც დეტალურად არის გადაღებული, თუ როგორ ხდება გარიგებები და თანხის აღება.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)