02:49 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 16:45:32, 2790 ნახვა

მსოფლიო
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ტყვედ აყვანის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა

ზიმბაბვეს პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე საჯაროდ პირველად გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც სამხედრო ჯგუფმა ის მძევლად აიყვანა, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იგი დედაქალაქში უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მედიის ცნობით, ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა, რომელიც 37 წელია პოსტს იკავებს, ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. იგი მუგაბეს მემკვიდრედ მიიჩნეოდა. მას ბრალად გადატრიალების მცდელობა ედება.

შეგახსენებთ, რომ ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე 14 ოემბერს მძევლად აიყვანეს. 

ამასთან, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics