|
2017-11-15 16:29:55, 1993 ნახვა
კომენტარი
რატიანი: საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარია და ის გოგა ონიანია
„ქართულ ოცნებაში არის რაღაც განუმეორებლად საბჭოთა ქვეყნის შენებისა და განვითარების საქმეში სრული უუნარობის კომპენსაცია ძალადობით, პოლიტიკური დევნით და დაპატიმრებებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „როგორც ჩანს თქვენ მიგაჩნიათ, რომ მისალოცია ლარის კურსი ქართული საზოგადოებისათვის, როგორც ჩანს თქვენ მიგაჩნიათ, რომ მისალოცია საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარის გაჩენა და ეს პატიმარი არის გოგა ონიანი. გოგა ონიანი 2012 წლიდან იყო აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს საპროტესტო აქციებში და იყო პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი, აქციებზე დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ სამართალის უზენაესობა განხორციელდა, როდესაც ამ საქმეში არც გამომძიებელი არ არის დაპატიმრებული და არც გასამართლებული, არც პროკურორი და არც ის პოლიციელები, რომლებიც საქმეში გადიოდნენ” კარგად გესმით, თუ რანაირ სამართლის უზენაესობას აქვს ადგილი. უნდა ითქვას, რომ თქვენ სწორედ ამ ფონზე მოძალადეები გამოუშვით, თქვენ ბუკა პეტრიაშვილზე თავდამსხმელი გამოუშვით და ასევე გამოშვებული გყავთ გივი თარგამაძის ამფეთქებელი“,-აღნიშნა რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)