|
2017-11-09 18:18:07, 2479 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა ვატიკანში თამბაქოს გაყიდვა აკრძალა
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ტერიტორიაზე თამბაქოს გაყიდვა აკრძალა, - ამის შესახებ Ria იუწყება. "პაპმა ფრანცისკემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვატიკანში 2018 წლიდან, თავისმა თანამშრომლებმა სიგარეტი აღარ გაყიდონ. მიზეზი მარტივია - წმინდა ტახტი მხარს ვერ დაუჭერს იმ ქმედებას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სიგარეტის მოწევის გამო ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიო მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, მედიის საშუალების ინფორმაციით, ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციასთან მხოლოდ ერთი მაღაზია ფუნქციონირებს და ამ დრომდე მაღაზიაში თამბაქოს შეძენაა შესაძლებელი. "მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს ყიდულობენ ვატიკანის თანამშრომლები და პენსიონერები დაბალ ფასად და ეს არის წმინდა ტახტის ერთ-ერთი შემოსავალი, არც ერთი მოგება არ ფარავს ადამიანის სიცოცხლეს", - აცხადებენ ვატიკანში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)