|
2017-11-08 13:50:03, 2477 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: ვლადიმერ პუტინი მზად არის, დონალდ ტრამპს შეხვდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს შეხვდეს, - ამის შესახებ Tass იუწყება. როგორც ლავროვმა აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტების გრაფიკი დადგინდება, შეხვედრის თარიღიც ცნობილი გახდება. "ჩვენ გვესმის დონალდ ტრამპის განცხადებები, იმის შესახებ, რომ ის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამართვას აპირებს. პრეზიდენტი ამისთვის მზად არის. ამერიკელებმა ამის შესახებ იციან. პროტოკოლი მუდმივ კონტაქტზეა და როგორც კი საბოლოოდ დადგინდება, ამის შესახებ ყველაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, ის სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ მდივანს რექს ტილერსონს შეხვდება, თუმცა დასძინა, რომ შეხვედრის გამართვა აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 10-11 ნოემბერს ჩატარდება. რაც შეეხება შეხვედრის დროს განსახილველ საკითხებს, ლავროვის თქმით, მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)