|
2017-11-08 12:12:32, 2145 ნახვა
მსოფლიო
BBC: უელსის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა თავი მოიკლა
უელსის მთავრობის ყოფილი მინისტრი კარლ სარჯენტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე ქალმა მინისტრი შეუსაბამო სექსუალურ ქცევაში დაადანაშაულა. ამის გამო, ლეიბორისტული პარტიის წევრს, მინისტრის პოსტის დატოვება მოუწია. მედიის ცნობით, ამ ბრალდებების გამო, სარჯენტის წინააღმდეგ შიდაპარტიული გამოძიებაც დაიწყო. წინასწარი ვერსიით, 49 წლის ყოფილმა მინისტრმა თავი მოიკლა. ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის ბრალდებებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მოიცვა. შეუსაბამო სექსუალური ქცევის შესახებ ბრალდებები სამეფოს სხვა მინისტრების მისამართითაც გაჟღერდა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი, შეუსაბამო სექსუალური ქცევის ბრალდების გამო, თანამდებობიდან 2 ნოემბერს გადადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)