|
2017-11-07 21:36:59, 1142 ნახვა
სპეციალური ანონსი
8 ნოემბრის ანონსი
8 ნოემბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილეს და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდება. ნოემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილეს და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდებიან. 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შეხვდება შვედეთის პარლამენტის დელეგაციას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბიორნ სოდერი ხელმძღვანელობს. 8 ნოემბერს, 18:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საშემოდგომო სკოლის ფარგლებში, წაიკითხავს ლექციას „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და მიმდინარეობა“ და სერთიფიკატებს გადასცემს პროექტის მონაწილეებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)