|
2017-11-07 15:30:42, 2308 ნახვა
მსოფლიო
ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის „კეთილი ნების ელჩი“ გახდა
სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის ”კეთილი ნების ელჩი“ გახდა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი კუსტურიცას მოსკოვში გადასცეს. კინორეჟისორი თვლის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის" დაცვის საკითხს. „მე, როგორც გაერო-ს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოწოდებას. ძველი ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აფხაზეთში მდებარეობს, უნდა შენარჩუნდეს და მომავალ თაობებმა ისინი უნდა ნახონ“, - განაცხადა ემირ კუსტურიცამ. მანვე დასძინა, რომ „აფხაზეთი მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრია“. რეჟისორი თვლის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით კი, გაერომ, „არ უნდა უგულებელყოს აფხაზეთში მსოფლიო ქრისტიანული კულტურის ძეგლების განადგურება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)