02:21 - 29 May, 2026
|
2017-11-06 12:33:05, 2137 ნახვა
მსოფლიო
იაპონია ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს დაუწესებს
იაპონია ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. ახალი სანქციების თანახმად, 7 ნოემბრიდან ჩრდილოეთ კორეის 35 მოქალაქის ანგარიში გაიყინება. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დავაწესოთ. ამის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამაა. სამშაბათს ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კორეის 35 კერძო პირისა და ორგანიზაციის ანგარიშები გაიყინება", - აღნიშნა აბემ. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიურ ტურნეს განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)