|
2017-11-06 10:18:18, 2137 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლა
ბელგიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები დაპატიმრების შესახებ ევროპული ორდერის აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლდნენ. მედიის ცნობით, კატალონიის გენერალიტეტის ყოფილი წევრების სასამართლო პროცესი 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პუჩდემონი და კატალონიის 4 მინისტრი თავისუფლები მანამდე დარჩებიან, სანამ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. გარდა ამისა, ხუთივეს ბელგიის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს და მომდევნო 15 დღის განმავლობაში სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ. ცნობისთვის, პუჩდემონი და მისი 4 მრჩეველი ბელგიის პოლიციას 5 ნოემბერს ჩაბარდნენ. მანამდე კი, ესპანეთის სასამართლომ მათი დაკავების ევროპული ორდერი გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)