|
2017-11-04 10:47:46, 2186 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონი: შემეძლო დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდებით გამოსვლა, თუმცა ეს არ გავაკეთე
კატალონიის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ კარლეს პუჩდემონი ბელგიაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც პუჩდემონმა განმარტა, მას არ სურდა კონფრონტაციული სიტუაცია შექმნილიყო, რადგან ბევრი მზად იყო წინააღმდეგობისთვის. „მე დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდებით გამოსვლა შემეძლო. მე ეს არ გავაკეთე და არ მსურს გავაკეთო. ჩვენ არასდროს ვუჭერდით მხარს ძალადობას. მოდით, ვისაუბროთ სერიოზულად. თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა კატალონიაში ბოლო 7 წლის განმავლობაში? ნახეთ მრავალმილიონიანი დემონსტრაციები ინციდენტების გარეშე? ეს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მსხვილი მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო. კატალონიური მოძრაობა წარმოუდგენლად მშვიდობიანია“, - აღნიშნა პუჩდემონმა. პუჩდემონის თქმით, კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფების გამო ესპანეთში სამოქალაქო ომი არ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)