|
2017-11-02 12:34:43, 1715 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის რაოდენობა 2018 წელს თითქმის გაორმაგდება, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების განხორციელება და ეს ყველაფერი მოქალაქეების მდგომარეობაზე აისახება: „მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს ერთბაშად არ აისახება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, არის ძალიან ჯანსაღი და ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს მომავალ წელს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. უამრავი პროექტია დაგეგმილი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს 36%-იანი ზრდა წელს, მომავალ წელს თითქმის გაორმაგდება შარშანდელთან შედარებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა და ეს ყველაფერი კერძო სექტორზე აისახება, მეწარმეობაზე აისახება, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე აისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)