|
2017-11-02 10:28:20, 2123 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი მეორედ უთხრეს
კიევის ოლქის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა უარი მითხრა ლტოლვილთა სტატუსის მინიჭებაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
"მათი თქმით, მე არ მაქვს საფუძველი მეშინოდეს დევნის და ჩემს სიცოცხლეს ამ ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება. და ეს მას შემდეგ, რაც გუშინ დეტალურად დავასაბუთე მიზეზები და რისკის შესაძლო საფუძვლები, რაც საქართველოში დევნის შემთხვევაში მემუქრება. ყველა მტკიცებულება, რასაც მე ვეყრდნობოდი განცხადების შეტანისას, რომლითაც დამატებით დაცვას ვითხოვდი, დასტურება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუციით, რომელმაც დაადგინა, რომ მე და ჩემი გუნდის წევრებს პოლიტიკური ნიშნით გვდევნიდნენ. ასე რომ, მე არ ვეთანხმები მიგრაციის სამსახურის უარს და ამ გადაწყვეტილებას სასწრაფოდ გავასაჩივრებ კიევის საოლქო სასამართლოში", - წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)