|
2017-10-30 16:50:58, 2270 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს ბრალდება წაუყენეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს ბრალდება წაუყენეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლ მანაფორტს მის მიმართ წაყენებული ბრალდების გამო ჩაბარება ურჩიეს, თუმცა ამასთან, მედიისთვის ჯერ უცნობია თუ რაში ედება მას ბრალი. მედიის ცნობით, მანაფორტის გარდა ბრალდება მის ბიზნეს-პარტნიორს რიგ გაიტსსაც წაუყენეს. როგორც მედია წერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საგამოძიებო კომისია ვარაუდობდა, რომ მანაფორტი სავარაუდოდ გადასახადებს მალავდა და ასევე დაფარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცხოელ კლიენტებს ლობისტური მომსახურება გაუწია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მიმდინარე გამოძიების სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა პირველი ბრალდებები წამოაყენა საქმის ერთი ან რამდენიმე ფიგურანტის მიმართ. თუმცა, ვის წაუყენეს ბრალი ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, მარაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბს 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ის გუნდიდან მას შმდეგ წავიდა, რაც გაირკვა, რომ მარაფორტი ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა და აშშ-ში უკრაინის „რეგიონების პარტიის“ ინტერესებს ლობირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)