01:46 - 29 May, 2026
|
2017-10-27 19:04:18, 3000 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთმა კატალონიას ავტონომია ჩამოართვა
ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიის ჩამორთმევას გულისხმობს, აამოქმედა, - ამის შესახებ El Pais იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კატალონიისთვის ავტონომიის ჩამორთმევას და ესპანეთის პირდაპირი მმართველობის დაწესებას მხარი 214 სენატორმა დაუჭირა, 47 სენატორი კი, წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი მხოლოდ ერთმა სენატორმა შეიკავა. 155-ე მუხლის თანახმად, მისი ამოქმედება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ავტონომიის სტატუსის მქონე რეგიონი ქვეყანაში არეულობას ბადებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 155-ე მუხლი 28 ოქტომბერს ამოქმედდებოდა. ცნობისთვის, კატალონიის პარლამენტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, რა დროსაც 72 დეპუტატმა დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)