07:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 16:46:52, 1396 ნახვა

სამხედრო
ლელა ჩიქოვანი DCAF-ის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) დირექტორის მოადგილე იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში DCAF-ის წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. 
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა და ფილიპ ფლურმა თავდაცვის სამინისტროსა და DCAF-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 
ლელა ჩიქოვანმა სტუმარს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და ამ კონტექსტში DCAF-თან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. 
ფილიპ ფლურმა რეფორმები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.
საუბრის ერთ-ერთ თემას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან (DIB) თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. 
შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი (DCAF) უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისა და მართვის საკითხებში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. 
DCAF ქვეყნებს საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარებას უწევს და მათ პრაქტიკული დამხმარე პროგრამებით უზრუნველყოფს. 
ორგანიზაცია ხელს უწყობს შესაბამისი დემოკრატიული ნორმების დანერგვას, როგორც საერთაშორისო, ასევე, სახელმწიფო დონეზე. 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას DIB-ის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი დაესწრო.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics