|
2017-10-27 12:53:46, 2201 ნახვა
მსოფლიო
Twitter-მა Russia Today-ს და Sputnik-ს სარეკლამო პოსტების განთავსება აუკრძალა
სოციალურმა ქსელმა Twitter-მა, Russia Today-ს და Sputnik-ს ნებისმიერი სახის სარეკლამო პოსტების განთავსება აუკრძალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება ამერიკის დაზვერვის სამსახურის დასკვნების საფუძველზე მიიღეს. მათ დაადგინეს, რომ ორივე რუსული ორგანიზაცია 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. მედიის ცნობით, აშშ-ს დაზვერვის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმები განახორციელა. ასევე, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები უარყოფითად აშუქებდნენ კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიას. მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ანგარიში 2017 წლის იანვარში გამოქვეყნდა. ამასთან, Twitter-ის ხელმღვანელობამ განაცხადა, რომ ყველა სახის, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე ახალ წესებს შემოიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)