|
2017-10-25 16:57:12, 2215 ნახვა
კომენტარი
მეუფე დიმიტრი: სოსო ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა, ის არის დამოუკიდებელი, თვითნება და თვითმარქვია
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ ჩვენების მიცემას გამოეხმაურა. როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, ოხანაშვილს საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ რამდენჯერმე ესაუბრა. „ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა. ის არის ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია საუბარი მის უხეშობაზე ადამიანებთან ურთიერთობაში, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო. მე მას ვესაუბრე სასამართლოზე მიცემული ჩვენების შესახებ. მან თქვა, რომ ვერ გავავრცელებდი, რადგან ვარ უცხოეთში და მოსთხოვეთ მათ, ვინც სასამართლოზე იყოო. მართალი გითხრათ, მეც გაოცებული ვარ, რა კავშირშია პატიმრების შეწყალება, მჩხიბავობა და ციანიდის საკითხი - ვერ ვაკავშირებ“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. კითხვაზე - სად იმყოფება ახლა სოსო ოხანაშვილი, მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. „რუსეთშიც და უკრაინაშიც იყო ჩასული. რამდენჯერმე ვესაუბრე. ეს საუბრები ჩემი ინიციატივით მოხდა, რადგან კითხვები გამიჩნდა. ის მეუბნება, რომ არაფერ შუაში არ ვარო“, - განაცხადა მეუფემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)