01:39 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 16:15:51, 2418 ნახვა

მსოფლიო
ბარსელონაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისი“ გაიხსნა

ბარსელონაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს „წარმომადგენლობის“ ოფისი გაიხსნა, - ამის შესახებ „სპუტნიკ-ოსეტია“ იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  ოფისის გახსნა ბარსელონაში დე-ფაქტო მინისტრის დმიტრი მედოევის „ვიზიტის“ ფარგლებში მოხდა.

როგორც მედოევმა აღნიშნა, ოფისის მიზანი ორ მხარეს შორის კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობაა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს „წარმომადგენლობის“ ოფისი კატალონიაში ორშაბათს გაიხსნა. მედოევმა ოფისის გახსნასთან ერთად ბარსელონაში შეხვედრები ოსურ დიასპორასთან გამართა, რომლებიც, როგორც მედია წერს, სამშობლოსთან კონტაქტს არ კარგავენ სიშორის მიუხედავად და ცდილობენ, „დასავლეთს რეგიონში მიმდინარე მოვლენები სწორი კუთხით დაანახონ“.

მედოევის თქმით, კატალონიაში მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და მათ ინტერესებშია, რომ თვითგამორკვევის პროცესში მყოფ რეგიონთან ითანამშრომლონ.

„26 წლის წინ სამხრეთ ოსეთის ხალხმა თავად გადაწყვიტა გადაედგა ის პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას შეუწყო ხელი“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics