01:38 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 12:35:29, 2532 ნახვა

მსოფლიო
იტალიის ორმა რეგიონმა ავტონომიის გაფართოებას მხარი დაუჭირა

იტალიის უმდიდრესმა რეგიონებმა, ლომბარდიამ და ვენეტომ, გუშინ ავტონომიასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმს მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ Ansa.it იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლომბარდიის მოსახლეობის 95%-მა ავტონომიის გაფართოებას დაუჭირა მხარი, ხოლო ვენეტოში ამავე საკითხს 98%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

მედიის ცნობით, ლომბარდიაში რეფერენდუმზე აქტივობამ 40%, ხოლო ვენეტოში 60% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური რომი რეფერენდუმს არ მიესალმება, თუმცა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და ლეგიტიმურია.

გამოცემა წერს, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ ნიშნავს დამოუკიდებლობის მოთხოვნას, რადგან ორივე რეგიონს სხვადასხვა საკითხებში მეტი ავტონომიის მოპოვება სურს. რეგიონების ადმინისტრაციებში აცხადებენ, რომ ავტონომიის მოპოვების შემდეგ საკუთარი ფინანსების უფრო კარგ მართვას შეძლებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics