|
2015-05-02 19:06:27, 5034 ნახვა
კულტურა
ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის 50-მდე ექსპონატი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამოიფინა. „დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა, რომელიც ასახავს საუკუნისწინანდელ ქუთაისს. დამთვალირებელს საშუალება აქვს ფოტოებზე ნახოს ქალაქის მაცხოვრებლები, საზოგადო მოღვაწეები“, - აღნიშნა გამოფენის გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. ნიკოლოზ საღარაძე 1877 წლის 1 მაისს დაიბადა დაბა ხონში, 1898 წლიდან სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მამინაცვალს მისი სიძის, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გაჰყვა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ გიმნაზიაში სწავლა შეწყვიტა, გახდა მიხაილოვის მოწაფე, შემდეგ კი - თანაშემწე. ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე „ცენტრალურ ატელიეში“ ის 1930-იან წლებამდე მოღვაწეობდა. თავისი მასწავლებლების მსგავსად, საღარაძეც, ძირითადად, სტუდიური ფოტოგრაფიით იყო დაკავებული. მისი ატელიე ქუთაისის რიგით მცხოვრებლებს ემსახურებოდა, თუმცა, პარალელურად, საღარაძე გამოჩენილ საზოგადო და კულტურის მოღვაწეებს იღებდა. 1947 წელს ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - არქივს საჩუქრად თავად გადასცა. დღეისათვის რთული დასადგენია, ატელიეს ფოტოგრაფთაგან რომელია კონკრეტული ფოტოს ავტორი: ალექსანდრე მიხაილოვი, ნიკოლოზ საღარაძე თუ მელქონ კაჩუხაშვილი. გამოფენა პირველად გასულ წელს თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა. ქუთაისში საღარაძის კოლექციის ფოტოები პირველად გამოიფინება. ინფორმაციას ახლავს ფოტო, რომელის ქუთაისში 1912 წლის აპრილში არის გადაღებული და გვირილობის დღესასწაულს ასახავს.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)