|
2017-10-21 21:07:43, 2043 ნახვა
კომენტარი
კახი კალაძე: თბილისის მოსახლეობას ჩვენი იმედი აქვს
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. როგორც კალაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, ის მზადაა შრომისთვის, რათა მოგვარდეს პრობლემები, რომელიც დედაქალაქს ყოველდღიურად აწუხებს: „დედაქალაქის მოსახლეობას ჩვენი იმედი აქვს. ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას. დაველოდებით ცესკოს მიერ ხმების დათვლას და რამდენიმე დღეში შევუდგებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, დაფასებისთვის, ერთად შევძლებთ, ვიზეიმოთ გამარჯვებები პრობლემებზე ყოველდღიურ რეჟიმში. მზად ვარ შრომისთვის, იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს, თბილისელებს. დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებლ საქმეს“,-განაცხადა კალაძემ. ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახი კალაძე ლიდერობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)