|
2017-10-20 20:02:03, 1803 ნახვა
კომენტარი
მელია: მმართველი გუნდი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან 12:00 საათამდე მივიდნენ
„მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, რომ საარჩევნო უბნებთან დღის 12:00 საათამდე მივიდნენ“, - აღნიშნულის შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. "ხვალ საქართველოსთვის მნიშნველოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, მაფიოზური, კრიმინალური მმართველობა. ხელისუფლებამ გაათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხეელებზე, ძვირფასო პედაგოგებო, ბაღის თანამშრომლებო, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებთ, რომ საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ, საკუთარი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. არ დანებდეთ ზეწოლას. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდელ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)