|
2017-10-20 14:29:03, 2358 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიება დაიწყება
უკრაინის სასამართლომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს დაავალა, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონო მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას, - ამის შესახებ უკრაინელმა ადვოკატმა რენატ კუზმინმა განაცხადა. როგორც კუზმინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. "გუშინ, პეჩერსკის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი საჩივარი და პოლიციას დააკისრა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონო მინიჭების და ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიება ჩაატაროს. ახლა სააკაშვილს აქვს სრული უფლება უმაღლეს რადასთან დადგეს და ყველა დამნაშავის დასჯა მოითხოვოს, როგორც პრეზიდენტის, გენპროკურორის, ასევე შს მინისტრის", - განაცხადა გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)