|
2017-10-20 11:27:40, 2104 ნახვა
კომენტარი
ზაზა ხუციშვილი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: „ნაციონალური მოძრაობა“ არ ისვენებს, მათი ხელწერაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა ხუციშვილის განცხადებით, ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ხუციშვილი აქ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს ხედავს: „არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ამ ინციდენტზე, ეს გვიან ღამით მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ინციდენტი, რაც კი ხდება საქართველოში წინასაარჩევნოდ, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, მარნეულში გახსოვთ თქვენ ქვების სროლა და აშ. სამწუხაროდ ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს და მათი ხელწერაა, გაიხსენეთ იგივე კორცხელი, იგივე უკრაინაში რაც ხდება. ერთი მხარე ყოველთვის არის „ნაციონალური მოძრაობა“ ან მათი ერთ-ერთი ფრთა“,-განაცხადა ზაზა ხუციშვილმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)