00:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 14:45:13, 2244 ნახვა

კომენტარი
თამარ ჟვანია: წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს.

როგორც ჟვანიამ განმარტა, პრობლემები ძირითადად, სოციალური ქსელებით აგიტაციის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს ეხება.

„ძალადობრივი ფაქტები, რაღაც განსაკუთრებული დარღვევები, თუნდაც ის ფაქტი, რაც ზოგადად საჩივრების რაოდენობას უკავშირდება, მცირდება და ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ძალიან მშვიდია გარემო, თუმცა, არის გარკვეული პრობლემები, რომელიც ძირითადად, უკავშირდება სოციალური ქსელებით აგიტაციის საკითხებს, ამავდროულად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა რეაგირება და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით მომავალში კიდევ მეტად გვჭირდება გაუმჯობესება”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებს 30-მდე უცხოური მისიის წარმომადგენელი და 71 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics