|
2017-10-17 14:08:30, 2033 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შევრიგდებით და ავაშენებთ ერთიან, ძლიერ საქართველოს
„დარწმუნებული ვარ, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში განაცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მათი სულები საქართველოს შერიგების რთული პროცესის გზაზე წარუძღვებიან. „ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა აფხაზურ მხარეს და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ნეშტების გადმოსვენებაში დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის 135 უგზოუკვლოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)