|
2017-10-17 13:24:23, 1900 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს ვინ მოაწერს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ თავად. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ისაა, რომ ცვლილებები, შესაბამისი ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში ძალაში შევა. „პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი კვირა ვადა, თუმცა, ეს არის ტექნიკური საკითხი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მთავარია, რომ ეს აუცილებლად შევა ძალაში მას შემდეგ, რაც გავა რამდენიმე თვე და დასრულდება შესაბამისი ფორმალური პროცედურები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)