|
2017-10-14 13:27:56, 2533 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში რუსული ენის შესწავლა აიკრძალა
უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში, რუსული ენის შესწავლა ყველა სკოლაში აიკრძალა, - ამის შესახებ Pravda იუწყება. როგორც ხმელნიცკის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა რომან მიკოლაივმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დეპარტამენტში მშობლებისგან ამის მოთხოვნა შევიდა. "ვადასტურებ, რომ სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენის შესწავლა აიკრძალა. ეს არამხოლოდ მთავრობის პოზიციაა, არამედ მშობლების სურვილიც, რომლებმაც მოგვმართეს", - აღნიშნა რომან მიკოლაივ. მანვე დასძინა, რომ რუსული ენის პედაგოგები სკოლებში მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა მოსწავლეებს მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილებს წაუკითხავენ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განათლების შესახებ კანონს ხელი სექტემბრის ბოლოს მოაწერა. კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე სწავლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)