01:12 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 13:18:49, 2272 ნახვა

მსოფლიო
UNESCO-ს გენერალურ დირექტორად საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი აირჩიეს

UNESCO-ს გენერალურ დირექტორად საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრი აზულე დაინიშნდა, - ამის შესახებ Washington Post იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აღმასრულებელ საბჭოში კენჭისყრის დროს აზულეს კანდიდატურას 30 დელეგატმა დაუჭრა მხარი. სულ კენჭისყრას საბჭოს 58 წევრი ესწრებოდა. 

მედიის ცნობით, ამ თანამდებობის დასაკავებლად ყატარელი დიპლომატი ჰამად ბინ აბდულაზიზ ალ-კავარიც იბრძოდა. მან 28 ხმის მოპოვება შეძლო.

ახალ გენერალურ დირექტორს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე დაამტკიცებენ, რომელიც დაახლოებით 2 თვეში გაიმართება. ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბულგარეთის წარმომადგენელი ირინა ბოკოვა პოსტს 2009 წლიდან იკავებდა. ის ზედიზედ ორჯერ აირჩიეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics