|
2017-10-14 13:10:24, 2095 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა, პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა, - ამის შესახებ Ukranews იუწყება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახური მის "განცხადებაზე არ რეაგირებს" და დასძინა, რომ ყველა ვადა ამოწურულია. ოდესის ყოფილი გუბერნატორის ინფორმაციით, ის ამზადებს საჩივარს, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნოს. ცნობისთვის, სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი 3 ოქტომბერს სთხოვა. მანამდე ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი 10 სექტემბერს მხარდამჭერების დახმარებიტ შეძლო. მათ სასაზღვრო პოლიციის კორდონი გაარღვიეს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)