12:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 13:38:57, 388 ნახვა

პოლიტიკა
გვენეტაძე: კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩემთვის საამაყო განაცხადი იყო

„უზენაესი სსამართოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან საამაყო განაცხადი იყო“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას სთხოვა, უზენაეს სასამართლოს თანადგომა შემდეგ წლებშიც არ მოაკლონ.

„ძალიან საამაყო განაცხადი იყო ჩემთვის, პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერა კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობაა და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ მხარდაჭერა დავიმსახურეთ. მინდა ვთხოვოთ პრეზიდენტს, მის ადმინისტრაციას, რომ არ მოგვაკლონ ზრუნვა და თანადგომა სამომავლო საქმიანობაში შემდეგ წლებშიც და ის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელიც ამ ეტაპზე საერთო სასამართლოების სისტემას და ვფიქრობთ უნდა განვახორციელოთ, ეს არის ელექტრონული საქმის წარმოების წესზე გადასვლა“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - მზია თოდუასა და ეკა გასიტაშვილს მხარი დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics