|
2017-10-12 17:48:50, 1956 ნახვა
კომენტარი
დავით მათიკაშვილი: ვეტოების რაოდენობის მიხედვით შეიძლება, გინესის წიგნშიც შევიდეთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეა. როგორც სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ამდენი ვეტო შეუძლებელია არ იყოს ოპოზიციონერი პრეზიდენტის მიერ დადებული: „გინესის წიგნშიც შეიძლება შევიდეთ ვეტოების რაოდენობის მიხედვით. წარმოუდგენელია, რომ ამდენი ვეტო არ იყოს ოპოზიციონერი პრეზიდენტის მიერ დადებული. გამორიცხულია, პრეზიდენტი იყოს არბიტრი და მან ამდენი ვეტო დაადოს კანონპროექტს, ამდენი ვეტო გამოიყენოს მისი საპრეზიდენტო კარიერის განმავლობაში“,-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო და დოკუმენტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)