|
2017-10-12 12:00:20, 2005 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: საქართველომ მსოფლიოსა თუ რეგიოში არსებული საფრთხეები სწორად გაიაზრა
მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ადეკვატური და დროული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა იყო. ლ ევან იზორია სიტყვით ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველ პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ გამოვიდა და თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ იმ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტები, რაც შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. ამ მხრივ მინისტრმა სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებაზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, ეროვნული თავდაცვის გეგმის შემუშავებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ წვრთნებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მოხსენების ბოლოს ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველომ სწორად გაიაზრა მსოფლიოსა თუ რეგიოში არსებული საფრთხეები, ადეკვატური რეაგირება მოახდინა მათზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უელსისა და ვარშავის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილების სტრატეგიულ მიმართულების - შეკავების პოლიტიკის თანამონაწილეა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)