|
2017-10-11 13:36:47, 2076 ნახვა
კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: რიგგარეშეს ვერ დავარქმევ, ჩვეულებრივი სინოდის სხდომაა
მე ვერ დავარქმევ ამას რიგგარეშე სხდომას, ჩვეულებრივი სხდომაა, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მას უჭირს იმის თქმა თუ რამდენად არის დღევანდელი სხდომა საგანგებოდ ჩანიშნული. "მე ვმუშაობ საქართველოს საპატრიარქოში. მოვედი ჩვეულებრივ რეჟიმში, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულო. რა საკითხებზე იქნება საუბარი სინოდზე, რა თქმა უნდა სინოდის სხდომის მდივანი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. ვერ ვიტყვი საგანგებოდ ჩაინიშნა თუ არა, ვინაიდან წელიწადში ორჯერ ტარდება ვიცით, ამიტომ ვერ დავარქმევ ამას რიგგარეშე სხდომას. ჩვეულებრივი სხდომაა, რომელიც უაშუალოდ პატრიარქის პრეროგატივაა და მან დანიშნა", - განაცხადა ქარჩავამ. ამასთან, საპატრიარქოს იურისტი მეუფე გრიგორის განცხადებას გამოეხმაურა, სინოდის სხდომის საგანგებო დანიშნვასთან დაკავშირებით. "ამის შესახებ კომენტარს უბრალოდ ვერ გავაკეთებ. იმიტომ, რომ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, არავინ არ იცოდა და არ იყვნენ საქმის კურსში. შესაბამისად არ ვიცი რა საკითხები იქნება", - დასძინა ქარჩავამ. შეგახსენეთ, რომ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)