|
2017-10-11 10:36:59, 2064 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონმა კატალონიის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა
კატალონიის მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ დეკლარაციას ასევე ხელი მოაწერეს მისმა მოადგილემ ორილ ჟუნკერასმა და ასევე პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა. ცნობისთვის, დოკუმენტს ხელი გამოყოფის მსურველმა 72 დეპუტატმა მოაწერა. შესაბამისად დამოუკიდელობის მომხრე კატალონიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობაა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პუჩდემონმა დამოუკიდებლობის გამოცხადების გადავადება ითხოვა, რათა ოფიციალურ მადრიდთან დიალოგის საშუალება მისცემოდა. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ოქტომბერს, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. კატალონიის ხელისუფლების განცხადებით კი, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)