|
2017-10-10 19:49:26, 1955 ნახვა
კომენტარი
ხათუნა სამნიძე: საკრებულოს მშიშარა თავმჯდომარე ჰყავს
"დღეს საკრებულოს ჰყავს მშიშარა თავმჯდომარე, რომელსაც არც პასუხები ჰქონდა შეკითხვებზე, არც აქტი ჰქონდა გამოცემული, რის საფუძველზე დახურა სხდომა და არც იმის უნარი აქვს, ღიად გვითხრას, რა პრობლემებია, როდესაც სხდომას არ ესწრება დაინტერესებული მხარე",- ამის შესახებ ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრმა ხათუნა სამნიძემ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისივე შეფასებით, დღეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, კიდევ ერთხელ „ფეხქვეშ გათელეს“ თვითმმართველობის კოდექსი. „სად არის მერობის კანდიდატი “ოცნებიდან“?! ბატონი კალაძე, რომელიც ხალხს პირდებოდა, რომ იქნებოდა გამჭვირვალე პროცესი მერიაში, რომ გამწვანებაზე იზრუნებს, რომ რეკრეაციული ზონებია მისთვის პრიორიტეტი. დღეს ეს ყველაფერი გადახაზა "ქართულმა ოცნებამ“,-აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)