|
2017-10-10 18:11:17, 1817 ნახვა
კომენტარი
ალიბეგაშვილი: საკრებულომ მხარი დაუჭირა პროექტებს, რომელიც ქალაქის განვითარებას სჭირდება
"ოპოზიციური პარტიების მიზანი მიმართული იყო ერთადერთი ამოცანისკენ, რომ ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. ჩვენ კანონის დარღვევას არავის ვაპატიებთ",-ასე შეაფასა დღის ბოლოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოში განვითარებული მოვლენები. მისივე თქმით, საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა პროექტებს, რომელიც ქალაქის განვითარებას სჭირდება: "საკრებულოს სხდომის ლეგიტიმურობასა თუ არალეგიტიმურობის შესახებ მინდა, მოგახსენოთ, რომ საკრებულო უფლებამოსილია, მიიღოს ქალაქისათვის სასიკეთო ყველა პროექტი. ლეგიტიმურია ის იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესი ნაწილი საკრებულოს წევრებისა დაუჭერს მხარს. თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი, ან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ, არსებობს სასამართლო, გაასაჩივრონ ნებისმიერი გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში. მთელი მოსახლეობა 3-4 დღის მანძილზე უყურებდა, როგორ აანონსებდნენ ჩვენი ოპოზიციონერი პარტიები თავიანთ მიზანს. ეს მიზანი მიმართული იყო ერთადერთი ამოცანისკენ, რომ ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. ჩვენ კანონის დარღვევას არავის ვაპატიებთ, არავის მივცემთ ამის საშუალებას. თუ კი მათ რაიმე მოსაზრებების გამოთქმა სურდათ, ერთსაც კი არ გამოუთქვამს ნება, ან სურვილი იმისათვის, რომ კომისიის მუშაობამდე მიეღოთ მონაწილეობა და თავიანთი დასაბუთებული, არგუმენტირებული პოზიცია გამოეხატათ. სულ იმის განცხადება იყო, რომ ერთი ლარი, არავინ ახსენებდა მილიონ ლარს. სულ განცხადება იყო, რომ თაბორის მთა იყიდება, არავინ არსში არ წვდებოდა, იქ რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს არის მთელი იმ ფერდობის წყლით მომარაგების სისტემის განვითარება და ქალაქისთვის ეს არის ერთ-ერთი უბრწყინვალესი პროექტი, სადაც მილიარდ ნახევრამდე ინვესტიცია შედის. ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ეს არის ის საქმე, რომელსაც საკრებულო აუცილებლად დაუჭერდა მხარს და თუკი მსგავსი რომელიმე პროექტი შემოვა, რომელიც ქალაქის განვითარებას სჭირდება, ჩვენ მომავალშიც, ან მომავალი მოწვევის საკრებულო როცა შემოვა, აუცილებლად დაუჭერს მხარს",-აღნიშნა ალიბეგაშვილმა და ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ დასძინა, რომ პარლამენტის წევრების საკრებულოს შენობაში არ შემოშვების გადაწყვეტილება არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიალურადაა მიღებული. "იმიტომ, რომ თავიდან უნდა აგვეცილებინა ის შოუ, რომელიც გარეთ იდგმებოდა. ის შოუ მაშინ გადმოინაცვლებდა საკრებულოს შენობაში. ცოტა დაბალი მცდელობა ჰქონდათ ჩვენს კოლეგებს, მაგრამ ეს არ გაუვიდათ",-აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)