|
2015-05-01 10:09:02, 696 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი წარადგინა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი, ტარიელ ხეჩიკაშვილი. ცვლილება შეეხო თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს. მას თინა ხიდაშელი შეცვლის. მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები უცვლელია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ისევ გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, ენეგრეტიკის მინისტრის პოსტს კახი კალაძე, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას დავით სერგეენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს სოზარ სუბარი დაიკავებენ . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იქნება, სოფლის მეურნეობის– ოთარ დანელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე იქნებიან.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)