|
2017-10-09 17:41:53, 2389 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Interfax იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლე და შვილი დაკითხვაზე იმყოფებიან. ცნობისთვის, დღეს თურქეთმა და ამერიკამ ერთმანეთს ვიზების გაცემა შეუწყვიტეს. მედიის ცნობით, ვიზების შეჩერება, 5 ოქტომბერს სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაკავებას უკავშირდება. მეტინ თოფუზი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას კონსტიტუციის დარღვევაში, შპიონაჟში და მთავრობის ძალისმიერი გზით გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ. აშშ-ის ხელისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ ეთანხმება მათი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას. მსგავსი განცხადება ვაშინგტონში თურქეთის საელჩომაც გააკეთა და ვიზების გაცემა ასევე შეწყვიტა. თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ იძულებულია ხელახლა შეაფასოს აშშ-ის ხელისუფლების ერთგულება თურქეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)